Tuesday, 13 November 2018

ინტელის ტრენინგის მესამე დღე.


რეფლექსია.

ტრენინგის მესამე დღე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო წინა დღეებთან შედარებით,რადგანაც დავიწყეთ პროექტის შაბლონის შევსება,სადაც თითოეული ნაბიჯი დიდი სიზუსტით უნდა იყოს მოფიქრებული და გაწერილი. შევავსეთ პროექტის შინაარსი,სტანდარტთან შესაბამისობა, პროექტის მიზნები და შედეგები და საკვანძო კითხვების ტიპები.პროექტი დატვირთული იყო მასალით,იყო საინტერესო. მუშაობის დროს შედარებით უკმარისობის გრძნობა გამიჩნდა კითხვების ტიპებთან დაკავშირებით,რადგანაც თემაში ,,ბულინგი" რომელიც მე მაქვს არჩეული,გამიჭირდა ზოგადი და თემატური კითხვების გამოყოფა,განსხვავება. კიდევ მეტად მჭირდება ამ საკითხზე დაფიქრება. ტრენერმა მოგვაწოდა სათანადო მასალა რაც კარგი გზამკვლევია ამ კითხვებთან დაკავშირებით. ტრენინგის ბოლოსაკენ წავიკითხეთ კითხვების ტიპები ჩემი შაბლონიდან და ტრენერის დახმარებით გავასწორე შეცდომები და ეს გაურკვევლობაც აღარ მქონდა.მადლობა მას ამ დახმარებისათვის.💓💓

No comments:

Post a Comment