რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ტრენინგი დაიწყო წყვილში მუშაობით. ერთმანეთს წყვილებმა შევუფასეთ პრეზენტაცია და გავუკეთეთ კომენტარები,რაც ძალიან მომეწონა. შემდეგ გადავედით ბლოგში მუშაობაზე,დავამატეთ ბლოგში ახალი ფანჯრები,ვიმუშავეთ პროექტებისა და მასალის ატვირთვის მეთოდებზე,რაც იყო ძალიან საინტერესო და ამავე დროს შრომატევადი. ასევე შევცვალეთ ბლოგის ვიზუალური მხარე. ყველაფერს ვაკეთებდით ერთობლივად,მხოლოდ მას შემდეგ,რაც ტრენერი რამოდენიმეჯერ გაგვიმეორებდა თითოეულ ნაბიჯს. საბოლოოდ მისგან შექებაც დავიმსახურეთ,რაც მე პირადად პატარა ბავშვივით გამეხარდა.😍😍😍
No comments:
Post a Comment