Thursday, 29 November 2018

ინტელის ტრენინგის მეცხრე დღე

რეფლექსია

ტრენინგის მეცხრე,ბოლო შეხვედრა, დაიწყო პრეზენტაციით,წარმოვადგინე ჩემი ნამუშევარი,განვიხილეთ ჩემი საქაღალდის ყველა ნაწილი. გეგმა, მოსწავლის ნამუშევარი,  დამხმარე, ფოტო-ვიდეო, ფასილიტაცია. შევიტანე შესწორებები ტრენერის დახმარებით და საბოოდ ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის გეგმა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით.მივიღე სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია. გავერკვიე თუ როგორ უნდა გავაკეთო პროექტი. რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება,რა უნდა გავითვალისწინო რომ პროექტი იყოს ძალიან კარგად დაგეგმილი და განხორციელებული. უღრმესი მადლობა მარეხს ასეთი შედეგიანი ტრენინგის ჩატარებისათვის. იმ ცოდნის გადმოცემისა და იმ ენერგიის დახარჯვისათვის რაც ჩემი ჯგუფისათვის გაიმეტა. მოხარული ვარ რომ გავიცანი.💟💟💟😘😘😘😘😍😍😍😍

Tuesday, 27 November 2018

ინტელის ტრენინგის მერვე დღე

რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობით. გავიარეთ დიფერენცირებული სწავლების ნაწილი. ასევე განვიხილეთ მეექვსე და მეშვიდე მოდული,ფასილიტაცია. როგორ უნდა გავუწიოთ მოსწავლეს დახმარება,სკაფოლდინგი პროექტზე მუსაობის განმავლობაში. ბოლოს კიდევ ერთხელ გავიარეთ ჩვენი საქაღალდე,რომელ ნაწილში რა უნდა გვქონდეს ატვირთული რომ ბოლო შეხვედრაზე  ჩვენი პროექტის პრეზენტაციამ ჩაიაროს წარმატებით. მადლობა მარეხს ამ შრომისათვის და თანადგომისათვის .💓💝💞

Thursday, 22 November 2018

ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღე.

რეფლექსია.
ტრენინგის მეექვსე დღეს გავნვიხილეთ შეფასებების სახეები, რომლებიც გამოგვადგება პროექტის მსვლელობისა და ფინალური ნაწილის დროს. გავაკეთეთ შეფასების ერთ-ერთი ფორმა,რომლითაც მოსწავლეებს პროექტის საბოლოო პროდუქტს შევუფასებ. კარგი მასალა მოგვაწოდა ტრენერმა სხვადასხვა სახის შეფასებაზე შაბლონების სახით.
💗💗.  ბოლოს გარკვევით ჩავინიშნეთ საშინაო დავალება. ტრენინგი იყო საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული.

Wednesday, 21 November 2018

ინტელის ტრენინგის მეექვსე დღე


რეფლექსია.
მეექვსე დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.დავიწყეთ მეხუთე ტრენინგზე გაკეთებული მასალის გახსენებით. შემდეგ გადავედით და ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარზე და დავწერეთ სასწავლო პროცედურები.შემდეგ დავწყვილდით, მეწყვილეებმა ერთმანეთს  გავუზიარეთ სასწავლო პროცედურების მსვლელობა და მივეცით რჩევები. გავიარეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი ფორმის შევსება. დასასრულისაკენ ვიმუშავეთ პროექტის საბოლოო პროდუქტის შექმნაზე. ტრენინგი საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო.💓💓



Monday, 19 November 2018

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღე

                                                         რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ტრენინგი დაიწყო წყვილში მუშაობით. ერთმანეთს წყვილებმა შევუფასეთ პრეზენტაცია და გავუკეთეთ კომენტარები,რაც ძალიან მომეწონა. შემდეგ გადავედით ბლოგში მუშაობაზე,დავამატეთ ბლოგში ახალი ფანჯრები,ვიმუშავეთ პროექტებისა და მასალის ატვირთვის მეთოდებზე,რაც იყო ძალიან საინტერესო და ამავე დროს შრომატევადი. ასევე შევცვალეთ ბლოგის ვიზუალური მხარე. ყველაფერს ვაკეთებდით ერთობლივად,მხოლოდ მას შემდეგ,რაც ტრენერი რამოდენიმეჯერ გაგვიმეორებდა თითოეულ ნაბიჯს. საბოლოოდ მისგან შექებაც დავიმსახურეთ,რაც მე პირადად პატარა ბავშვივით გამეხარდა.😍😍😍


Thursday, 15 November 2018

ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე


რეფლექსია
მეოთხე შეხვედრა დავიწყეთ წინა ტრენინგის მასალის გახსენებითა და განმტკიცებით. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,რომლებიც უნდა ჩაგვესწორებია სახლში. ამის შემდეგ განვიხილეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები და განვიხილეთ პროექტის დასაწყისისათვის შეფასების მეთოდი,ინსტრუმენტები და მოკლე მონახაზი.რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ ტრენინგის,პროექტის შექმნისა და ჩამოყალიბების შაბლონს გავდივართ დეტალურად,ნაბიჯ-ნაბიჯ და ყოველ ახალ საკითხზე გადავდივართ ერთად,ერთად ვავსებთ სხვადასხვა მაგალითების განხილვების დახმარებით,რაც მიიოლებს მუშაობას. მადლობა მარეხს კიდევ ერთხელ💖💖💖

Tuesday, 13 November 2018

ინტელის ტრენინგის მესამე დღე.


რეფლექსია.

ტრენინგის მესამე დღე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო წინა დღეებთან შედარებით,რადგანაც დავიწყეთ პროექტის შაბლონის შევსება,სადაც თითოეული ნაბიჯი დიდი სიზუსტით უნდა იყოს მოფიქრებული და გაწერილი. შევავსეთ პროექტის შინაარსი,სტანდარტთან შესაბამისობა, პროექტის მიზნები და შედეგები და საკვანძო კითხვების ტიპები.პროექტი დატვირთული იყო მასალით,იყო საინტერესო. მუშაობის დროს შედარებით უკმარისობის გრძნობა გამიჩნდა კითხვების ტიპებთან დაკავშირებით,რადგანაც თემაში ,,ბულინგი" რომელიც მე მაქვს არჩეული,გამიჭირდა ზოგადი და თემატური კითხვების გამოყოფა,განსხვავება. კიდევ მეტად მჭირდება ამ საკითხზე დაფიქრება. ტრენერმა მოგვაწოდა სათანადო მასალა რაც კარგი გზამკვლევია ამ კითხვებთან დაკავშირებით. ტრენინგის ბოლოსაკენ წავიკითხეთ კითხვების ტიპები ჩემი შაბლონიდან და ტრენერის დახმარებით გავასწორე შეცდომები და ეს გაურკვევლობაც აღარ მქონდა.მადლობა მას ამ დახმარებისათვის.💓💓

Sunday, 11 November 2018

ინტელის ტრენინგის მეორე დღე.

რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღემ ბევრად საინტერესოდ ჩაიარა,რადგან ძირითადად დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით,რომელიც იყო ძალიან საინტერესო.
ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება და დრაივზე ატვირთა.იმდენად ამომწურავად იყო ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია,რომ ამ ეტაპზე არ მაქვს შეკითხვები.გამოვყოფ ჩემს ძლიერ მხარეს-ახლა კიდევ უფრო მეტად მივხვდი,რამდენად კარგი ცოდნა მივიღე ტრენინგიდან,ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში,რადგანაც ბევრად კარგად  და კომფორტულად ვმუშაობ კომპიუტერთან.ჩემი სუსტი მხარე ჯერ ვერ დავინახე იმდენად ზედმიწევნით გვიხსნის ტრენერი მასალას.მადლობა ქალბატონ მარეხს ასეთი საინტერესო მეორე დღისათვის.💖💖💖

ინტელის ტრენინგის პირველი დღე.

                          რეფლექსია                            10.11.18


დღეს მოვისმინე პროექტებით სწავლების დაგეგმვის შესავალი ნაწილი,ზოგადად ვისაუბრეთ პროექტების სწავლების დადებით მხარეებზე,რა უნარებს უვითარებს მოსწავლეს.ვისაუბრეთ კურსის მიზნებზე,მოლოდინებზე. რა დამატებითი რესურსები გვჭირდება,რომ პროექტებით სწავლება ეფექტურად დავგეგმოთ. ამ ეტაპისათვის,რადგანაც ეს იყო პირველი შეხვედრა მიჭირს გამოვკვეთო ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები.