Sunday, 11 November 2018

ინტელის ტრენინგის მეორე დღე.

რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღემ ბევრად საინტერესოდ ჩაიარა,რადგან ძირითადად დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით,რომელიც იყო ძალიან საინტერესო.
ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება და დრაივზე ატვირთა.იმდენად ამომწურავად იყო ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია,რომ ამ ეტაპზე არ მაქვს შეკითხვები.გამოვყოფ ჩემს ძლიერ მხარეს-ახლა კიდევ უფრო მეტად მივხვდი,რამდენად კარგი ცოდნა მივიღე ტრენინგიდან,ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში,რადგანაც ბევრად კარგად  და კომფორტულად ვმუშაობ კომპიუტერთან.ჩემი სუსტი მხარე ჯერ ვერ დავინახე იმდენად ზედმიწევნით გვიხსნის ტრენერი მასალას.მადლობა ქალბატონ მარეხს ასეთი საინტერესო მეორე დღისათვის.💖💖💖

ინტელის ტრენინგის პირველი დღე.

                          რეფლექსია                            10.11.18


დღეს მოვისმინე პროექტებით სწავლების დაგეგმვის შესავალი ნაწილი,ზოგადად ვისაუბრეთ პროექტების სწავლების დადებით მხარეებზე,რა უნარებს უვითარებს მოსწავლეს.ვისაუბრეთ კურსის მიზნებზე,მოლოდინებზე. რა დამატებითი რესურსები გვჭირდება,რომ პროექტებით სწავლება ეფექტურად დავგეგმოთ. ამ ეტაპისათვის,რადგანაც ეს იყო პირველი შეხვედრა მიჭირს გამოვკვეთო ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები.

Wednesday, 18 July 2018


დღევანდელი თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები სერიოზული გამოწვევის წინაშე გვაყენებს,ამიტომ ტრენინგი „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო როცესში“ აუცილებელია თითოეული მასწავლებლისათვის.აღნიშნულ ტრენინგზე გავიარე და ვისწავლე საოფისე პროგრამები wordi,exceli,პრეზენტაციების მომზადება power point-ში,როგორ შევქმნა ეფექტური სასწავლო რესურსი და გამოვიყენო ის სასწავლო პროცესში რათა ჩემი გაკვეთილები უფრო მრავალფროვანი და საინტერესო იყოს მოსწავლეებისათვის. ხალისით და დიდი ინტერესით ელოდებოდნენ გაკვეთილის დაწყებას,სწავლა-სწავლების პროცესი იყოს სახალისო და არა მომაბეზრებელი,რაც ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას.შევისწავლეთ თუ როგორ უნდა მოვიძიოთ ინტერნეტში აუდიო,ვიდეო და ფოტომასალა.
ასევე ვისწავლე და შევქმენი საკუთარი ბლოგი.ეს გამიადვილებს კოლეგებთან თანამშრომლობას,ჩემი მასალის ერთად თავმოყრას,პროექტების ხარისხიანად დაგეგმვა-შექმნას.ასევე ძალიან საინტერესო ბმულების შესახებ მივიღეთ ინფორმაცია,სადაც შევძლებ საგაკვეთილო რესურსის მოძიებას.ძალიან დიდი სურვილი მაქვს,საგანმანათლებლო ინგლისურენოვანი ბმულები დროთა განმავლობაში იყოს ქართულ ენაზე.კიდევ უფრო გამიღრმავდა ინტერესი აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით და დიდი სიამოვნებით გავივლიდი ტრენინგის შემდეგ საფეხურს.
ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა,ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.უღრმესი მადლობა ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს,რომელიც მთელი სულით,გულით,საინტერესოდ და გასაგებად  გვიხსნიდა მასალას.მისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო ჯგუფის ყველა წევრი.დიდი მადლობა მას გაწეული შრომისათვის,ვუსურვებ დიდ წარმატებას.YYY

Monday, 9 July 2018

ტრენინგი საკმაოდ საინტერესო,მრავალფეროვანი და ბევრისმომცემია....გარემო კომფორტული და თანამშრომლობით სავსე.უღრმესი მადლობა ტრენერს,ქალბატონ დიანა მიქაძეს....💗💗💗💖💖💖👌👌👌