Wednesday, 18 July 2018


დღევანდელი თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები სერიოზული გამოწვევის წინაშე გვაყენებს,ამიტომ ტრენინგი „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო როცესში“ აუცილებელია თითოეული მასწავლებლისათვის.აღნიშნულ ტრენინგზე გავიარე და ვისწავლე საოფისე პროგრამები wordi,exceli,პრეზენტაციების მომზადება power point-ში,როგორ შევქმნა ეფექტური სასწავლო რესურსი და გამოვიყენო ის სასწავლო პროცესში რათა ჩემი გაკვეთილები უფრო მრავალფროვანი და საინტერესო იყოს მოსწავლეებისათვის. ხალისით და დიდი ინტერესით ელოდებოდნენ გაკვეთილის დაწყებას,სწავლა-სწავლების პროცესი იყოს სახალისო და არა მომაბეზრებელი,რაც ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას.შევისწავლეთ თუ როგორ უნდა მოვიძიოთ ინტერნეტში აუდიო,ვიდეო და ფოტომასალა.
ასევე ვისწავლე და შევქმენი საკუთარი ბლოგი.ეს გამიადვილებს კოლეგებთან თანამშრომლობას,ჩემი მასალის ერთად თავმოყრას,პროექტების ხარისხიანად დაგეგმვა-შექმნას.ასევე ძალიან საინტერესო ბმულების შესახებ მივიღეთ ინფორმაცია,სადაც შევძლებ საგაკვეთილო რესურსის მოძიებას.ძალიან დიდი სურვილი მაქვს,საგანმანათლებლო ინგლისურენოვანი ბმულები დროთა განმავლობაში იყოს ქართულ ენაზე.კიდევ უფრო გამიღრმავდა ინტერესი აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით და დიდი სიამოვნებით გავივლიდი ტრენინგის შემდეგ საფეხურს.
ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა,ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.უღრმესი მადლობა ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს,რომელიც მთელი სულით,გულით,საინტერესოდ და გასაგებად  გვიხსნიდა მასალას.მისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო ჯგუფის ყველა წევრი.დიდი მადლობა მას გაწეული შრომისათვის,ვუსურვებ დიდ წარმატებას.YYY

Monday, 9 July 2018

ტრენინგი საკმაოდ საინტერესო,მრავალფეროვანი და ბევრისმომცემია....გარემო კომფორტული და თანამშრომლობით სავსე.უღრმესი მადლობა ტრენერს,ქალბატონ დიანა მიქაძეს....💗💗💗💖💖💖👌👌👌